1. საწარმო ვალდებულია ამ წესების შესაბამისად გაუწიოს მომსახურება მომხმარებელს.

2. საწარმო ვალდებულია მის მომსახურების ცენტრებში შექმნას შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რათა ჯეროვნად მოხდეს ამ წესებით გათვალისწინებული მომსახურების პირობების შესრულება, შესაბამისი ინფორმაციის სათანადოდ აღრიცხვა და კომისიისათვის წარდგენა.

3. მომხმარებელს უფლება აქვს, განცხადებით მიმართოს საწარმოს იურიდიულ მისამართზე და მომსახურების ცენტრებში (სამუშაო საათებში), ასევე ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით (24 საათის განმავლობაში). ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით მიმართვის შემთხვევაში კომპანიის მიერ განცხადების რეგისტრაცია უნდა მოხდეს სამუშაო საათებში. მომხმარებელი, ასევე უფლებამოსილია საწარმოს მიმართოს სსიპ „იუსტიციის სახლში“ განცხადების ჩაბარებით (კომისია გადაწყვეტილებით განსაზღვრავს აღნიშნული განცხადებების კატეგორიებს). ასეთ შემთხვევაში, საწარმოს მიერ განცხადება მიღებულად ჩაითვლება სსიპ – „იუსტიციის სახლის“ მიერ ამ განცხადების საწარმოსთვის გადაგზავნის მომენტიდან. ამასთან, მიმართვა (განცხადება) დაუყოვნებლივ უნდა გატარდეს ელექტრონულ ჟურნალში შესაბამის კატეგორიაში, ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად.

4. საწარმო ვალდებულია ხელი შეუწყოს კომისიას ელექტრონული ჟურნალებისა და საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვასა და ჯეროვან მუშაობაში.

5. მომხმარებელი, რომელიც მოითხოვს საწარმოსგან რაიმე სახის მომსახურების გაწევას, ვალდებულია ხელი არ შეუშალოს საწარმოს წარმომადგენლებს თავიანთი უფლებამოსილების განხორციელებაში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, აღმოუჩინოს მათ სათანადო დახმარება.

6. საწარმოს მიერ მომსახურების ხარისხის საერთო სტანდარტების გაუმჯობესების ან გაუარესების მიხედვით, საწარმოს მიმართ გამოიყენება ამ წესების №1 დანართით გათვალისწინებული ფინანსური მექანიზმები, რომლებიც დადგენილი წესით აისახება ამ საწარმოსთვის შესაბამის საქმიანობაზე კომისიის მიერ დადგენილ ტარიფში.

7. საწარმოს მიერ მომსახურების კომერციული ხარისხის გარანტირებული სტანდარტებით გათვალისწინებული მომსახურების ამ წესებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით გაწევის შემთხვევაში, იგი ვალდებულია გადაუხადოს შესაბამის მომხმარებელს კომპენსაცია ამ წესების №2 დანართის შესაბამისად.

8. ამ წესების მიზნებისათვის, საწარმო პასუხისმგებელია ისეთი ხასიათის მომარაგების წყვეტაზე, რომელიც არ არის განპირობებული გარე მიზეზი