1. საწარმომ რეალურ დროში უნდა აწარმოოს წყვეტების შესახებ ელექტრონული ჟურნალი, სადაც თითოეულ წყვეტას უნდა მიენიჭოს რეგისტრაციის ნომერი.

2. ინფორმაცია თითოეულ წყვეტაზე ასევე უნდა აღირიცხებოდეს (დასტურდებოდეს) ერთ-ერთი შემდეგი საშუალებით:

ა) ოპერატიული ჟურნალით;

ბ) დისტანციური მართვის სისტემებისა და წყვეტების სარეგისტრაციო სხვა მოწყობილობების ბეჭდური ან ელექტრონული ფაილით;

გ) მომხმარებელთა სატელეფონო და სხვა სახის შეტყობინებათა ჟურნალით;

დ) შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით ოპერატიული პერსონალის ანგარიშით;

ე) გეგმურ წყვეტასთან დაკავშირებით მომხმარებელთა წინასწარი ინფორმირების თაობაზე დოკუმენტით.

3. საწარმომ, ელექტრონულ ჟურნალში შეტანილი ინფორმაციის შესამოწმებლად, ყველა მონაცემი უნდა შეინახოს წყვეტის რეგისტრაციის თარიღიდან არანაკლებ 3 წლის განმავლობაში, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით.

თავი III

სტანდარტის მომსახურების სახეე