1. საწარმო ვალდებულია რეალურ დროში აწარმოოს ამ წესებით განსაზღვრული ელექტრონული ჟურნალები.

2. ელექტრონული ჟურნალები იწარმოება მომსახურების ხარისხის როგორც საერთო, ასევე გარანტირებული სტანდარტით გათვალისწინებული მომსახურების მიხედვით.

3. ელექტრონულ ჟურნალში შესაბამისი ინფორმაციის შეყვანა უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ, როგორც კი წარმოიშობა ამ წესებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის ან/და კომპენსაციის გაცემის ვალდებულება, კერძოდ:

ა) ამ წესებით განსაზღვრული ელექტრონული ჟურნალისა და საწარმოში მიმდინარე პროცესების მაკონტროლებელი პროგრამების/ჟურნალების ელექტრონული კავშირის შემთხვევაში – ელექტრონულ ჟურნალში ინფორმაცია უნდა განახლდეს რეალურ დროში;

ბ) ამ წესებით განსაზღვრული ელექტრონული ჟურნალთან, საწარმოში მიმდინარე პროცესების მაკონტროლებელი პროგრამების/ჟურნალების ელექტრონული კავშირის არარსებობის შემთხვევაში – ელექტრონულ ჟურნალში ინფორმაციის განახლება უნდა მოხდეს საწარმოში არსებულ ჟურნალში/პროგრამაში შესაბამისი ინფორმაციის ასახვის/რეგისტრაციისთანავე (ამ მუხლის პირობების გათვალისწინებით).

4. საწარმო ვალდებულია ელექტრონულ ჟურნალში დააფიქსიროს ამ წესების 21-ე მუხლში მოცემული ინფორმაცია სრულად. წესების 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“-„ლ“ ქვეპუნქტებში მოცემული ინფორმაცია უნდა აისახოს წყვეტამდე, იმავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“, „ბ“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებში მოცემული ინფორმაცია – წყვეტის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია, მათ შორის დაზუსტებული მონაცემები – წყვეტის დასრულებიდან მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. არასტანდარტული სიტუაციის შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს ბუნებრივი მოვლენების შედეგად არაგეგმური წყვეტების რაოდენობის განსაკუთრებულ ზრდას, ელექტრონულ ჟურნალში უნდა დაფიქსირდეს აღნიშნულის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, ელექტრონულ ჟურნალში წყვეტების დაფიქსირება და შესაბამისი ინფორმაციის შეყვანა დასაშვებია არასტანდარტული პერიოდის დასრულებიდან მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. არასტანდარტული სიტუაცია უნდა დადასტურდეს საწარმოს ხელმძღვანელის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ხელმოწერილი აქტით.

5. საწარმომ ყოველი კალენდარული წლის 10 იანვრისათვის ელექტრონული ჟურნალის შესაბამის ველში უნდა მიუთითოს მისი აბონენტების რაოდენობა წინა წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, რეგიონების მიხედვით.

6. დავალიანების გადაუხდელობის ან/და მომხმარებლის მოთხოვნის გამო გათიშული მომხმარებლის მომარაგების აღდგენის ფაქტის ჟურნალში ასახვა ასევე დასაშვებია მომარაგების აღდგენის მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე.

7. მომარაგების ეტაპობრივი აღდგენის შემთხვევაში, საწარმო ვალდებულია ელექტრონულ ჟურნალში შესაბამისი ინფორმაცია ასახოს ან/და დააზუსტოს წყვეტის დასრულებიდან 72 საათის განმავლობაში.

8. საწარმომ მომარაგების წყვეტები ელექტრონული ჟურნალში უნდა აღრიცხოს საწარმოს მომსახურების არეალის თითოეული რეგიონისა და ტერიტორიული უბნის შესაბამისად.

9. საწარმო ვალდებულია აწარმოოს იმ პროცესების (მაჩვენებლების) აღრიცხვა, რაც მოცემულია ამ წესების შესაბამისად განსაზღვრულ ელექტრონულ ჟურნალებში.

10. ელექტრონული ჟურნალების შევსებისას ინფორმაციის არშეყვანა, არასრული ან არაზუსტი ინფორმაციის შეყვანა ან/და ინფორმაციის დაგვიანებით შეყვანა ჩაითვლება ამ წესების დარღვევად (გარდა იმ შემთხვევებისა, თუ შეცდომა მექანიკური/ტექნიკური ხასიათისაა და მის შესახებ ელექტრონული ჟურნალის ოპერატორს ეცნობა, აღნიშნული შეცდომის დაშვებიდან ერთი თვის განმავლობაში, ასევე, თუ ელექტრონული ჟურნალი არ იძლევა ამ წესებით გათვალისწინებული ინფორმაციის ასახვის შესაძლებლობას და მის შესახებ კომისიას ეცნობა მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე).

11. ამ წესების მიზნებისთვის საწარმო უფლებამოსილია, კონკრეტული წყვეტა ელექტრონულ ჟურნალში შეაფასოს გარე მიზეზით გამოწვეულად, მისი დადგომიდან 1 თვის განმავლობაში, რაც უნდა დასტურდებოდეს საწარმოს ხელმძღვანელის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ხელმოწერილი დოკუმენტით და შესაბამისი მტკიცებულებით (მათ შორის, შესაძლებლობის შემთხვევაში ფოტომასალით). წინააღმდეგ შემთხვევაში წყვეტა ჩაითვლება შიდა მიზეზით გამოწვეულად.

12. იმ შემთხვევაში, თუ წყვეტის ხანგრძლივობა ერთი საანგარიშო პერიოდიდან გადადის მეორე საანგარიშო პერიოდში, წყვეტა უნდა მიეკუთვნოს წყვეტის დაწყების საანგარიშო პერიოდს.

13. საწარმოს ელექტრონული ჟურნალების წარმოებისთვის აუცილებელი პროგრამით უზრუნველყოფს კომისია, ხოლო საწარმო ვალდებულია ამ წესებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებისას გამოიყენოს მხოლოდ კომისიის მიერ შემუშავებული ელექტრონული ჟურნალები, (საწარმო უფლებამოსილია, გამოიყენოს სხვა ტიპის ჟურნალები მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის).

14. მხოლოდ კომისიაა უფლებამოსილი, განახორციელოს ცვლილებები მის მიერ შემუშავებულ ელექტრონულ პროგრამაში. დაუშვებელია საწარმოს მხრიდან რაიმე სახის ცვლილების შეტანა ან ასეთის მცდელობა აღნიშნული პროგრამის მუშაობაში.

15. ელექტრონული ჟურნალების მონაცემთა ბაზა (სერვერი) ინახება კომისიაში.

16. საწარმო (მიმწოდებლის გარდა) ვალდებულია, გეოგრაფიულ-საინფორმაციო პროგრამაში, ელექტრონული რუკის ფორმატში განათავსოს ინფორმაცია მისი მომსახურების არეალში არსებული იმ სისტემის შემადგენელი ყველა ელემენტის შესახებ, რომელსაც იყენებს მომხმარებლის მომარაგებისთვის და განაახლოს ეს ინფორმაცია სისტემაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად.

17. საწარმო (მიმწოდებლის გარდა) ვალდებულია გეგმური და არაგეგმური წყვეტების არეალისა და გამორთული მომხმარებლების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია რეალურ დროში განათავსოს საკუთარ ვებგვერდზე არსებულ გეოგრაფიულ რუკაზ