1. მომარაგების გეგმური წყვეტის შესახებ შემდეგი ინფორმაცია აისახება ელექტრონულ ჟურნალში:

ა) საწარმოში წყვეტის რეგისტრაციის ნომერი (თუ ის განსხვავდება ელექტრონულ ჟურნალში რეგისტრაციის ნომრისგან);

ბ) რეგიონის დასახელება;

გ) წყვეტის მიზეზი (შიდა/გარე/ფორსმაჟორი);

დ) წყვეტის მიზეზის აღწერა;

ე) წყვეტის ძაბვის საფეხური (მხოლოდ ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისათვის);

ვ) გეგმური წყვეტის დაწყების შეტყობინებაში მითითებული თარიღი და დრო;

ზ) შეტყობინებაში მითითებული წყვეტის დასრულების თარიღი და დრო;

თ) გათიშვის არეალი (ქუჩა, უბანი ან დასახლებული პუნქტი);

ი) თვითმმართველი ერთეულის დასახელება;

კ) თვითმმართველ ერთეულში აბონენტების რაოდენობა;

ლ) წყვეტის სათავე (ქსელის ელემენტის სახე და დასახელება/საიდენტიფიკაციო ნომერი);

მ) წყვეტის ადგილი (დაზიანებული ქსელის ელემენტის სახე და დასახელება/საიდენტიფიკაციო ნომერი);

ნ) ფაქტობრივად გამორთული აბონენტების რაოდენობა (ქალაქსა და სხვა დასახლებაზე ივსება ცალ-ცალკე):

ო) მაღალი ძაბვა (მხოლოდ ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისათვის);

ო.ა) საშუალო ძაბვა (მხოლოდ ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისათვის);

ო.ბ) დაბალი ძაბვა (მხოლოდ ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისათვის);

ო.გ) წყვეტის დროს გათიშული ელექტროენერგიის სიმძლავრე (მხოლოდ ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისათვის);

პ) მომხმარებლის ინფორმირების ბოლო ვადა (გათვალისწინებული ამ წესებით);

ჟ) მომხმარებლის ინფორმირების ფაქტობრივი დრო;

რ) გამორთულ აბონენტთა რაოდენობა, რომლებსაც საკონტაქტო ინფორმაცია მიწოდებული აქვთ საწარმოსთვის;

ს) გამორთულ მომხმარებელთა პროცენტული მაჩვენებელი თვითმმართველ ერთეულში;

ტ) წყვეტის ხასიათი (მარტივი/რთული).

უ) ელექტრონული ჟურნალით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია.

2. არაგეგმური წყვეტის შესახებ ელექტრონულ ჟურნალში აისახება შემდეგი ინფორმაცია:

ა) საწარმოში წყვეტის რეგისტრაციის ნომერი (თუ ის განსხვავდება ელექტრონულ ჟურნალში რეგისტრაციის ნომრისგან);

ბ) რეგიონის დასახელება;

გ) გათიშვის არეალი (ქუჩა, უბანი ან დასახლებული პუნქტი);

დ) თვითმმართველი ერთეულის დასახელება;

ე) თვითმმართველ ერთეულში აბონენტების რაოდენობა;

ვ) წყვეტის დაწყების თარიღი და დრო;

ზ) შეტყობინებაში მითითებული წყვეტის დასრულების თარიღი და დრო;

თ) წყვეტის დასრულების ფაქტობრივი თარიღი და დრო;

ი) წყვეტის მიზეზი (შიდა/გარე);

კ) წყვეტის მიზეზის აღწერა;

ლ) წყვეტის ძაბვის საფეხური (მხოლოდ ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისათვის);

მ) წყვეტის სათავე (ქსელის ელემენტის სახე და დასახელება/საიდენტიფიკაციო ნომერი);

ნ) წყვეტის ადგილი (დაზიანებული ქსელის ელემენტის დასახელება);

ო) ფორსმაჟორის დროს, წყვეტის შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

პ) ფაქტობრივად გამორთული აბონენტების რაოდენობა (ქალაქსა და სხვა დასახლებაზე ივსება ცალ-ცალკე):

პ.ა) მაღალი ძაბვა (მხოლოდ ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისათვის);

პ.ბ) საშუალო ძაბვა(მხოლოდ ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისათვის);

პ.გ) დაბალი ძაბვა (მხოლოდ ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისათვის);

ჟ) მომარაგების აღდგენის ეტაპების რაოდენობა;

რ) მომარაგების აღდგენის თითოეულ ეტაპზე ჩართულ მომხმარებელთა რაოდენობა და აღდგენის ეტაპის ხანგრძლივობა;

ს) წყვეტის დროს გათიშული ელექტროენერგიის სიმძლავრე (მხოლოდ ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისათვის);

ტ) წყვეტის დასრულების მაქსიმალური თარიღი, ვადა (ამ წესების შესაბამისად);

უ) მომხმარებლის ინფორმირების ბოლო ვადა (ამ წესების შესაბამისად);

ფ) მომხმარებლის ინფორმირების ფაქტობრივი დრო;

ქ) დროულად ინფორმირებულ მომხმარებელთა რაოდენობა;

ღ) ელექტრონული ჟურნალით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია.

3. დავალიანების გადაუხდელობის ან/და მომხმარებლის მოთხოვნის გამო გათიშული მომხმარებლის მომარაგების აღდგენის შესახებ ელექტრონულ ჟურნალში აისახება შემდეგი ინფორმაცია:

ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი, იურიდიული პირის შემთხვევაში – დასახელება (სახელწოდება);

ბ) აბონენტის მისამართი;

გ) აბონენტის ნომერი;

დ) მომხმარებლის კატეგორია: საყოფაცხოვრებო, არასაყოფაცხოვრებო;

ე) მომხმარებლის მიერ გადახდის ასახვის, მომხმარებლის მიერ ამ დავალიანების გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის, ეტაპობრივად გადახდის გრაფიკის ხელშეკრულების გაფორმების ან მომხმარებლის მოთხოვნის გამო მომარაგების შეწყვეტის შემთხვევაში, მომარაგების აღდგენის შესახებ შესაბამისი განაცხადის წარდგენის დრო;

ვ) მომარაგების აღდგენის ფაქტობრივი დრო;

ზ) მომარაგების აღდგენის შესახებ მომხმარებლისთვის გაგზავნილი ტექსტური შეტყობინება;

თ) ელექტრონული ჟურნალით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია.

4. მომხმარებლის მიმართვაზე რეაგირების შესახებ ელექტრონულ ჟურნალში აისახება შემდეგი ინფორმაცია:

ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი, იურიდიული პირის შემთხვევაში – დასახელება (სახელწოდება);

ბ) აბონენტის მისამართი;

გ) აბონენტის ნომერი;

დ) მომხმარებლის კატეგორია: საყოფაცხოვრებო, არასაყოფაცხოვრებო;

ე) მიმართვის შემოსვლის თარიღი და რეგისტრაციის ნომერი;

ვ) პასუხის გაცემის ან/და რეაგირების ბოლო ვადა;

ზ) პასუხის გაცემის ან/და რეაგირების ფაქტობრივი თარიღი;

თ) მოთხოვნის დაკმაყოფილების/დაუკმაყოფილებლობის შესახებ ინფორმაცია;

ი) რეაგირების ფორმა (წერილობითი ან ელექტრონული, ტექსტური შეტყობინება ან/და მომხმარებლის მიერ ხელმოწერილი რეაგირების აქტი);

კ) ელექტრონული ჟურნალით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია.

5. მომხმარებლის მიმართვის საფუძველზე აღრიცხვის ხელსაწყოების ადგილზე შემოწმების შესახებ ელექტრონულ ჟურნალში აისახება შემდეგი ინფორმაცია:

ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი, იურიდიული პირის შემთხვევაში – დასახელება (სახელწოდება);

ბ) აბონენტის მისამართი;

გ) აბონენტის ნომერი;

დ) მომხმარებლის კატეგორია: საყოფაცხოვრებო, არასაყოფაცხოვრებო;

ე) მიმართვის შემოსვლის თარიღი;

ვ) პასუხის გაცემის (სამუშაოს შესრულების) ბოლო ვადა;

ზ) პასუხის გაცემის (სამუშაოს შესრულების) ფაქტობრივი თარიღი;

თ) რეაგირების ფორმა (წერილობითი ან ელექტრონული, ტექსტური შეტყობინება ან/და მომხმარებლის მიერ ხელმოწერილი რეაგირების აქტი);

ი) ელექტრონული ჟურნალით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია.

6. აბონენტად რეგისტრაციის შესახებ ელექტრონულ ჟურნალში აისახება შემდეგი ინფორმაცია (არ ივსება ელექტროენერგეტიკულ სექტორში):

ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი, იურიდიული პირის შემთხვევაში – დასახელება (სახელწოდება);

ბ) მისამართი, სადაც უნდა მოხდეს მომსახურების გაწევა და მომარაგება;

გ) აბონენტის ნომერი;

დ) მომხმარებლის კატეგორია: საყოფაცხოვრებო, არასაყოფაცხოვრებო;

ე) განაცხადის შემოსვლის თარიღი;

ვ) აბონენტად რეგისტრაციის ბოლო ვადა;

ზ) აბონენტად რეგისტრაციის ფაქტობრივი თარიღი.

თ) რეაგირების ფორმა (წერილობითი ან ელექტრონული, ტექსტური შეტყობინება ან/და მომხმარებლის მიერ ხელმოწერილი რეაგირების აქტი);

ი) ელექტრონული ჟურნალით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია.

7. ახალი მომხმარებლის (ობიექტის)/ელექტროენერგიაზე მომუშავე ავტონომიური გადაადგილების საშუალებების დამტენი პუნქტის მიერთებისა და სიმძლავრის გაზრდის შესახებ ელექტრონულ ჟურნალში აისახება შემდეგი ინფორმაცია:

ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი, იურიდიული პირის შემთხვევაში – დასახელება (სახელწოდება);

ბ) მისამართი, სადაც უნდა მოხდეს მომსახურების გაწევა და მომარაგება;

გ) განაცხადით მოთხოვნილი მისაერთებელი ობიექტების რაოდენობა;

დ) მოთხოვნილი პაკეტის პარამეტრები და ღირებულება;

ე) მომხმარებლის კატეგორია: საყოფაცხოვრებო, არასაყოფაცხოვრებო;

ვ) განაცხადის შემოსვლის თარიღი;

ზ) მომარაგების დაწყების ბოლო ვადა (მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად);

თ) მომარაგების დაწყების ფაქტობრივი დრო;

ი) მომარაგების დაწყების შესახებ მომხმარებლისთვის გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინება;

კ) დოკუმენტი მომსახურების შესრულება/არშესრულების შესახებ (ხარვეზის დადგენის შესახებ);

ლ) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნებართვის გაცემის ვადის გადაცილების ან ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელების პერიოდი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი მტკიცებულებებით (საწარმოს მიმართვა, ადმინისტრაციული ორგანოდან მიღებული პასუხი/გადაწყვეტილება და მომხმარებლისთვის გაგზავნილი შეტყობინება წარმოების ვადის გადაცილების/გაგრძელების შესახებ);

მ) კომპენსაციის ოდენობა სტანდარტის შეუსრულებლობის შემთხვევაში;

ნ) კომპენსაციის დაფარვის ბოლო ვადა (ამ წესების შესაბამისად);

ო) კომპენსაციის დაფარვის (სააბონენტო ბარათზე ასახვის) ფაქტობრივი თარიღი;

პ) მიერთების ვადის გაზრდის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების თარიღი და ნომერი, ასეთის არსებობის შემთხვევაში (ეს მონაცემი აისახება კომისიის მიერ);

ჟ) ელექტრონული ჟურნალით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია.

8. მომხმარებელთა მიმართვის საფუძველზე მომარაგების ტექნიკური ხარისხის ადგილზე შემოწმების შესახებ ელექტრონულ ჟურნალში აისახება შემდეგი ინფორმაცია:

ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი, იურიდიული პირის შემთხვევაში – დასახელება (სახელწოდება);

ბ) აბონენტის მისამართი;

გ) აბონენტის ნომერი;

დ) მომხმარებლის კატეგორია: საყოფაცხოვრებო, არასაყოფაცხოვრებო;

ე) მიმართვის შემოსვლის თარიღი;

ვ) პასუხის გაცემის (ადგილზე შემოწმების) ბოლო ვადა;

ზ) ადგილზე შემოწმების ფაქტობრივი თარიღი;

თ) პასუხის გაცემის ფაქტობრივი თარიღი;

ი) რეაგირების ფორმა (წერილობითი ან ელექტრონული, ტექსტური შეტყობინება ან/და მომხმარებლის მიერ ხელმოწერილი რეაგირების აქტი);

კ) ელექტრონული ჟურნალით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია.

9. ახალი მომხმარებლის (ობიექტის) მიერთების ტექნიკური პირობის გაცემის შესახებ ელექტრონულ ჟურნალში აისახება შემდეგი ინფორმაცია:

ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი, იურიდიული პირის შემთხვევაში – დასახელება (სახელწოდება);

ბ) მისამართი, რომელზეც უნდა გაიცეს ტექნიკური პირობა;

გ) განაცხადის შემოსვლის თარიღი;

დ) ტექნიკური პირობის გაცემის ფაქტობრივი თარიღი;

ე) დოკუმენტი მომსახურების შესრულების/არშესრულების (ხარვეზის დადგენის შესახებ) შესახებ;

ვ) კომპენსაციის ოდენობა სტანდარტის შეუსრულებლობის შემთხვევაში;

ზ) კომპენსაციის დაფარვის ბოლო ვადა (ამ წესების შესაბამისად);

თ) კომპენსაციის დაფარვის (სააბონენტო ბარათზე ასახვის) ფაქტობრივი თარიღი;

ი) ელექტრონული ჟურნალით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია.

10. აღრიცხვის კვანძის მოწესრიგების, მოწყობისა და ქსელზე შეჭრის შესახებ ელექტრონულ ჟურნალში აისახება შემდეგი ინფორმაცია:

ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი, იურიდიული პირის შემთხვევაში – დასახელება (სახელწოდება);

ბ) მისამართი, სადაც უნდა მოხდეს მომსახურების გაწევა და მომარაგება;

გ) მოთხოვნილი პაკეტის პარამეტრები და ღირებულება;

დ) განაცხადის შემოსვლის თარიღი;

ე) მომხმარებლის კატეგორია: საყოფაცხოვრებო, არასაყოფაცხოვრებო;

ვ) მომარაგების დაწყების ბოლო ვადა (მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად);

ზ) მომარაგების დაწყების ფაქტობრივი დრო;

თ) დოკუმენტი მომსახურების შესრულება/არშესრულების (ხარვეზის დადგენის შესახებ) შესახებ;

ი) კომპენსაციის ოდენობა სტანდარტის შეუსრულებლობის შემთხვევაში;

კ) კომპენსაციის დაფარვის ბოლო ვადა (ამ წესების შესაბამისად);

ლ) კომპენსაციის დაფარვის (სააბონენტო ბარათზე ასახვის) ფაქტობრივი თარიღი;

მ) ელექტრონული ჟურნალით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია.

11. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების შესახებ ელექტრონულ ჟურნალში აისახება შემდეგი ინფორმაცია:

ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი, იურიდიული პირის შემთხვევაში – დასახელება (სახელწოდება);

ბ) მისამართი, სადაც უნდა მოხდეს მომსახურების გაწევა და მომარაგება;

გ) აბონენტის ნომერი;

დ) მოთხოვნილი პაკეტის პარამეტრები და ღირებულება;

ე) განაცხადის შემოსვლის თარიღი;

ვ) მომხმარებლის კატეგორია: საყოფაცხოვრებო, არასაყოფაცხოვრებო;

ზ) მომარაგების დაწყების ბოლო ვადა (მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად);

თ) მომარაგების დაწყების ფაქტობრივი დრო;

ი) დოკუმენტი მომსახურების შესრულება/არშესრულების (ხარვეზის დადგენის შესახებ) შესახებ;

კ) კომპენსაციის ოდენობა სტანდარტის შეუსრულებლობის შემთხვევაში;

ლ) კომპენსაციის დაფარვის ბოლო ვადა (ამ წესების შესაბამისად);

მ) კომპენსაციის დაფარვის (სააბონენტო ბარათზე ასახვის) ფაქტობრივი თარიღი;

ნ) ელექტრონული ჟურნალით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცი