1. საერთო სტანდარტით გათვალისწინებული მომსახურების შესრულების წლიური მაჩვენებლების შეფასების შედეგად, კომისია ამ წესების შესაბამისად იყენებს ფინანსურ მექანიზმებს საწარმოს მიმართ, მისი წახალისების ან სანქცირების მიზნით, რომელიც აისახება კომისიის მიერ ამ საწარმოსთვის შესაბამის მომსახურებაზე დადგენილ ტარიფში. კერძოდ:
ა) ელექტროენერგეტიკის სექტორში – ელექტროენერგიის განაწილების ტარიფში;
ბ) ბუნებრივი გაზის სექტორში – ბუნებრივი გაზის განაწილების ტარიფში;
გ) წყალმომარაგების სექტორში – სასმელი წყლის მიწოდებისა და წყალარინების ტარიფებში.
2. საწარმოს მიერ საერთო სტანდარტის სამიზნე მაჩვენებლის გაუმჯობესების ან გაუარესების შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია საწარმოს ტარიფის გაანგარიშებისას რეგულირებადი დანახარჯების ბაზა შესაბამისად გაზარდოს ან შეამციროს №1 დანართში მითითებული ოდენობით. საერთო სტანდარტის სამიზნე მაჩვენებლის შეფასებისას მხედველობაში არ მიიღება სტანდარტის შეუსრულებლობის ისეთი შემთხვევები, რომლებიც გამოწვეულია გარე მიზეზით.
3. საერთო სტანდარტით გათვალისწინებული მომსახურებები ყოველწლიურად ფასდება თითოეული მომსახურების მიმართ ცალ-ცალკე და შეფასების შედეგები აისახება საწარმოს შესაბამის ტარიფშ