1. ამ წესების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომხმარებლის მოთხოვნით გათიშული მომხმარებლებისთვის მომარაგების აღდგენა (გარანტირებული სტანდარტი) ამოქმედდეს 2021 წლის 1 სექტემბრიდან.

2. ამ წესების მე-20 მუხლის მე-16 და მე-17 პუნქტების მოთხოვნების შესრულებისათვის საწარმოებს განესაზღვროთ დრო, ელექტროენერგეტიკის სექტორში – კომისიის მიერ ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის კონკრეტული ოპერატორის მიმართ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტით განსაზღვრულ ვადებში.

3. ამ წესების 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში და დანართი №1-ის მე-5 პუნქტში მოცემული მომარაგების წყვეტის საშუალო სიხშირის მაჩვენებელი (SAIFI) საერთო სტანდარტი, ელექტროენერგეტიკული საწარმოების შესაბამის ტარიფში აისახება 2023 წლის პირველი აგვისტოს შემდეგ დამტკიცებულ ტარიფში.

4. კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ დასახლებებში, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მომხმარებლების სასმელი წყლით მომარაგების წყვეტების აღრიცხვის მიზნებისათვის, მომარაგების წყვეტად 2022 წლამდე მიიჩნევა შემთხვევა, რომლის დროსაც დაწნევა მომხმარებლის მიერთების წერტილში 0,05 მგპა-ზე ნაკლებია.

5. საერთო სტანდარტი „მომხმარებელთა ინფორმირება მომარაგების წყვეტის თარიღისა და ხანგრძლივობის თაობაზე“ არ ვრცელდება წყალმომარაგების ისეთ წყვეტაზე, რომელიც გრაფიკით არის გათვალისწინებული, კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნული ინფორმაცია კომისიას წერილობითი ფორმით უნდა მიეწოდოს გრაფიკის დადგენისთანავე.

დანართი №1

საერთო სტანდარტი

№

მომსახურება

წლიური სამიზნე მაჩვენებლები

1

მომხმარებელთა ინფორმირება მომარაგების წყვეტის თარიღისა და ხანგრძლივობის თაობაზე

სტანდარტის შესასრულებლად, წყვეტის შესახებ ინფორმაცია 90%-ში უნდა იყოს დროულად მიწოდებული. იმ შემთხვევაში, თუ ხდება წლიური სამიზნე მაჩვენებლის გაუმჯობესება/გაუარესება, საწარმოს რეგულირებადი დანახარჯების ბაზა შესაბამისად გაიზრდება/შემცირდება ყოველ გაუმჯობესებულ/გაუარესებულ 1 პროცენტზე რეგულირებადი დანახარჯების ბაზის 0.01%-ით.

საწარმოს მიერ აღნიშნული სტანდარტის შესრულება გამოითვლება წლის განმავლობაში დროულად ინფორმირებული მომხმარებლების რაოდენობისა და იმ გამორთული მომხმარებლების საერთო რაოდენობის თანაფარდობით, რომლებსაც საკონტაქტო მონაცემები მიწოდებული ჰქონდათ საწარმოსთვის.

2

შიდა არაგეგმური წყვეტის გამო გამორთული მომხმარებლის მომარაგების აღდგენა

სტანდარტის შესასრულებლად, არაგეგმური წყვეტის შედეგად გამორთული მომხმარებლების 80%-ს მომარაგება უნდა აღუდგეს დროულად. იმ შემთხვევაში, თუ ხდება წლიური სამიზნე მაჩვენებლის გაუმჯობესება/გაუარესება, საწარმოს რეგულირებადი დანახარჯების ბაზა შესაბამისად გაიზრდება/შემცირდება ყოველ გაუმჯობესებულ/გაუარესებულ 1%-ზე რეგულირებადი დანახარჯების ბაზის 0.01%-ით.

საწარმოს მიერ აღნიშნული სტანდარტის შესრულება გამოითვლება წლის განმავლობაში დროულად აღდგენილი მომხმარებლებისა და გამორთული მომხმარებლების საერთო რაოდენობის თანაფარდობით.

3

ქოლცენტრის ოპერატორის პასუხის გაცემის დრო სატელეფონო ზარზე

სტანდარტის შესასრულებლად, შემოსული ზარების 80%-ს პასუხი უნდა გაეცეს დროულად. იმ შემთხვევაში, თუ ხდება წლიური სამიზნე მაჩვენებლის გაუმჯობესება/გაუარესება, საწარმოს რეგულირებადი დანახარჯების ბაზა შესაბამისად გაიზრდება/შემცირდება ყოველ გაუმჯობესებულ/გაუარესებულ 1 პროცენტზე რეგულირებადი დანახარჯების ბაზის 0.01 პროცენტით (%).

4

ელექტრომომარაგების წყვეტის საშუალო ხანგრძლივობის (SAIDI) შემცირება

თითოეულ რეგიონში, ტერიტორიული უბნების მიხედვით, საწარმოს მიერ ელექტრომომარაგების წყვეტის საშუალო ხანგრძლივობის გაუმჯობესების ან გაუარესების შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია, საწარმოს ტარიფის გაანგარიშებისას რეგულირებადი დანახარჯების ბაზა გაზარდოს ან შეამციროს Q ფაქტორის შესაბამისად.

5

ელექტროენერგიით, ბუნებრივი გაზით და სასმელი წყლით მომარაგების წყვეტის საშუალო სიხშირის (SAIFI) შემცირება შესაბამის სექტორში

თითოეულ რეგიონში, ტერიტორიული უბნების მიხედვით, საწარმოს მიერ მომარაგების წყვეტის საშუალო სიხშირის გაუმჯობესების ან გაუარესების შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია, საწარმოს რეგულირებადი დანახარჯების ბაზა გაზარდოს/შეამციროს ყოველ გაუმჯობესებულ/გაუარესებულ 1 პროცენტზე რეგულირებადი დანახარჯების ბაზის 0.01%-ით.

დანართი №2

გარანტირებული სტანდარტი

№

მომსახურება

კომპენსაციის ოდენობა

1

დავალიანების გადაუხდელობისთვის ან/და მომხმარებლის მოთხოვნით გათიშული მომხმარებლებისთვის მომარაგების აღდგენა

საყოფაცხ. მომხმარებელი – 5 ლარი

არასაყოფაცხ. მომხმარებელი – 10 ლარი

2

მომხმარებელთა მიმართვებზე დასაბუთებული პასუხის ან ტექსტური შეტყობინების გაგზავნა ან/და რეაგირება

საყოფაცხ. მომხმარებელი – 5 ლარი

არასაყოფაცხ. მომხმარებელი – 10 ლარი

3

მომხმარებლის მიმართვის საფუძველზე აღრიცხვის ხელსაწყოების ადგილზე შემოწმება

საყოფაცხ. მომხმარებელი – 5 ლარი

არასაყოფაცხ. მომხმარებელი – 10 ლარი

4

აბონენტად დარეგისტრირება

საყოფაცხ. მომხმარებელი – 5 ლარი

არასაყოფაცხ. მომხმარებელი – 10 ლარი

5

მომხმარებლის მიმართვის საფუძველზე მომარაგების ტექნიკური ხარისხის ადგილზე შემოწმება

საყოფაცხ. მომხმარებელი – 5 ლარი

არასაყოფაცხ. მომხმარებელი – 10 ლარი

6

სისტემაზე ახალი მომხმარებლის (ობიექტის)/ელექტროენერგიაზე მომუშავე ავტონომიური გადაადგილების საშუალებების დამტენი პუნქტის მიერთება/სიმძლავრის გაზრდა

კომისიის მიერ დამტკიცებული მომსახურების პირობებითა და წესებით განსაზღვრული ვადის ყოველი გადაცილებისას მომხმარებელს უნდა დაერიცხოს კომპენსაცია კომისიის მიერ დადგენილი საფასურის 50 პროცენტის ოდენობით (ვალდებულებების გაქვითვის გათვალისწინებით):

ა) კომისიის მიერ დადგენილი პაკეტით განსაზღვრული ქსელთან (სისტემაზე) მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის პირველივე გადაცილებისას საფასური ნახევრდება;

ბ) იმავე ვადის მეორე გადაცილებისას საფასური ნულდება;

გ) იმავე ვადის მესამედ და მეტჯერ გადაცილების შემთხვევაში, ყოველ გადაცილებაზე მომხმარებელს უნდა დაერიცხოს კომპენსაცია საფასურის 50%-ის ოდენობით.

შენიშვნა: ელექტროენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში ერთობლივი განაცხადით მიერთების/სიმძლავრის გაზრდის მოთხოვნისას მომხმარებელს კომპენსაცია უნდა დაერიცხოს მოთხოვნილი სიმძლავრის/სასმელი წყლის წარმადობის პროპორციულად, ხოლო წყალარინების ქსელზე მიერთების/მოცულობის გაზრდის მოთხოვნისას – თანაბარწილად.

7

აღრიცხვის კვანძის მოწესრიგება, მოწყობა და ქსელზე შეჭრა

კომისიის მიერ დამტკიცებული მომსახურების პირობებითა და წესებით განსაზღვრული ვადის გადაცილებისას, მომხმარებელს უნდა დაერიცხოს კომპენსაცია კომისიის მიერ დადგენილი საფასურის 50 პროცენტის ოდენობით (ვალდებულებების გაქვითვის გათვალისწინებით):

ა) კომისიის მიერ დადგენილი პაკეტით განსაზღვრული ქსელთან (სისტემაზე) მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის პირველივე გადაცილებისას საფასური ნახევრდება;

ბ) იმავე ვადის მეორე გადაცილებისას საფასური ნულდება;

გ) იმავე ვადის მესამედ და მეტჯერ გადაცილების შემთხვევაში, ყოველ გადაცილებაზე მომხმარებელს უნდა დაერიცხოს კომპენსაცია საფასურის 50%-ის ოდენობით.

8

მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთება

კომისიის მიერ დამტკიცებული მომსახურების პირობებითა და წესებით განსაზღვრული ვადის გადაცილებისას, მომხმარებელს უნდა დაერიცხოს კომპენსაცია კომისიის მიერ დადგენილი საფასურის 50 პროცენტის ოდენობით (ვალდებულებების გაქვითვის გათვალისწინებით):

ა) კომისიის მიერ დადგენილი პაკეტით განსაზღვრული ქსელთანს (სისტემაზე) მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის პირველივე გადაცილებისას საფასური ნახევრდება;

ბ) იმავე ვადის მეორე გადაცილებისას საფასური ნულდება;

გ) იმავე ვადის მესამედ და მეტჯერ გადაცილების შემთხვევაში, ყოველ გადაცილებაზე მომხმარებელს უნდა დაერიცხოს კომპენსაცია საფასურის 50%-ის ოდენობით.

დანართი №3

მიუწოდებელ ელექტროენერგიაზე წახალისების/სანქცირების განაკვეთის განსაზღვრა

1. მიუწოდებელ ელექტროენერგიაზე წახალისების/სანქცირების განაკვეთი, წყვეტის საშუალო ხანგრძლივობაზე ფინანსური მექანიზმის გაანგარიშების მიზნებისათვის, გამოითვლება შემდეგი წესი