1. საწარმომ უნდა შეინარჩუნოს ან გააუმჯობესოს შიდა მიზეზით გამოწვეულ გეგმურ და არაგეგმურ წყვეტებზე მომარაგების საიმედოობის (SAIDI, SAIFI, ENS) წლიური მაჩვენებლები.

2. ამ წესების მიზნებისათვის, საწარმოს შიდა მიზეზით გამოწვეული გეგმური და არაგეგმური წყვეტების საშუალო ხანგრძლივობისა (SAIDI) და სიხშირის (SAIFI) ფაქტობრივი წლიური მაჩვენებელი განისაზღვრება რეგიონებში ფაქტობრივი წლიური მაჩვენებლების საშუალო შეწონილით (რეგიონებში მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით).

3. ამ წესების მიზნებისათვის, შიდა მიზეზით გამოწვეული გეგმური და არაგეგმური წყვეტების გამო მიუწოდებელი ელექტროენერგიის (ENS) ფაქტობრივი წლიური მაჩვენებელი განისაზღვრება მისი მომსახურების არეალში არსებულ რეგიონებში ფაქტობრივი წლიური მაჩვენებლების ჯამით. მიუწოდებელი ელექტროენერგიის მაჩვენებელი მიიჩნევა გაუარესებულად, თუ მისი პროცენტული ზრდა აღემატება საწარმოს მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ჯამური ოდენობის პროცენტულ ზრდას.

4. მომარაგების საიმედოობის წლიური მაჩვენებლების წინა წელთან შედარებით გაუარესების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია საწარმოს მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.

თავი VI

გარდამავალი დებულებე