1. მომარაგების საიმედოობის სტანდარტების სამიზნე მაჩვენებლები დგინდება საწარმოს თითოეულ რეგიონში ტერიტორიული უბნების მიხედვით, ამ წესების შესაბამისად.
2. თითოეულ რეგიონში ტერიტორიული უბნების მიხედვით საწარმოს მიერ მომარაგების საიმედოობის სტანდარტების სამიზნე მაჩვენებლების შესრულების ან შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია საწარმოს ტარიფის გაანგარიშებისას რეგულირებადი დანახარჯების ბაზა გაზარდოს ან შეამციროს Q ფაქტორის შესაბამისად.
3. კომისია გადაწყვეტილებით ამტკიცებს სატარიფო წლ(ებ)ის საიმედოობის სტანდარტების სამიზნე მაჩვენებლებს თითოეული კალენდარული წლისთვის, სატარიფო რეგულირების პერიოდზე. მომარაგების საიმედოობის სტანდარტების სამიზნე მაჩვენებელები დგინდება საწარმოს ქსელის ტოპოლოგიისა და მომსახურების არეალის გათვალისწინებით, რეგიონებისა და ტერიტორიული უბნების მიხედვით.
4. იმ შემთხვევაში, თუ ტარიფების გაანგარიშების წლის განმავლობაში არ დადგინდა საწარმოსთვის მომარაგების საიმედოობის სტანდარტების სამიზნე მაჩვენებლები, საწარმოსთვის მომარაგების საიმედოობის სტანდარტების სამიზნედ მიიჩნევა წინა წლის მაჩვენებლები.
5. საწარმოების მიერ მომარაგების საიმედოობის სტანდარტების სამიზნე მაჩვენებლების შესრულება ფასდება ყოველწლიურად კომისიის მიერ, საწარმოს მომსახურების არეალის თითოეულ რეგიონში ტერიტორიული უბნების მიხედვით. გასული სატარიფო რეგულირების პერიოდის თითოეული წლის შეფასების შედეგები საწარმოს ტარიფში აისახება შემდგომ სატარიფო რეგულირების პერიოდში.
6. მომარაგების საიმედოობის მაჩვენებლებზე საწარმოს ფინანსური წახალისების ან სანქცირების გაანგარიშებისას მხედველობაში მიიღება მხოლოდ შიდა არაგეგმური წყვეტებ