1. საწარმოს მხრიდან მომსახურების ხარისხის მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიზეზი კლასიფიცირდება შემდეგი სახით:
ა) გარე მიზეზი;
ბ) შიდა მიზეზი.
2. თუ მომსახურების ხარისხის მოთხოვნების შეუსრულებლობა განპირობებულია გარე მიზეზით, ეს უნდა დადასტურდეს ელექტრონულ ჟურნალში საწარმოს მიერ ატვირთული დოკუმენტაციით, მათ შორის, შესაძლებლობის შემთხვევაში, ფოტომასალით, გარდა ახალი მომხმარებლის (ობიექტის)/ელექტროენერგიაზე მომუშავე ავტონომიური გადაადგილების საშუალებების დამტენი პუნქტის მიერთების/სიმძლავრის გაზრდის სტანდარტის შეუსრულებლობისა.
3. გარანტირებული სტანდარტის შემთხვევაში საწარმომ უნდა მიუთითოს გარე მიზეზის ხასიათი – დროებითი ან მუდმივი. თუ გარე მიზეზი არის დროებითი, საწარმომ ასევე უნდა მიუთითოს დრო, რომელშიც გარე მიზეზი სავარაუდოდ აღმოიფხვრება და ამ ვადაში ატვირთოს მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. თუ გარე მიზეზი მუდმივია, საწარმოს მიერ ატვირთულ დოკუმენტაციით უნდა დასაბუთდეს, თუ რატომ გახდა მომსახურების გაწევა შეუძლებელი, რა შემთხვევაშიც ელექტრონულ ჟურნალში პროცესი დასრულდება, როგორც გარე მიზეზით შეუსრულებელი მომსახურება. გარე მიზეზის შესახებ მისი დაფიქსირებისთანავე უნდა ეცნობოს განმცხადებელს.
4. ახალი მიერთების/სიმძლავრის გაზრდის ხელის შემშლელი გარემოების არსებობისას, საწარმომ კომისიის მიერ დამტკიცებული მომსახურების პირობებითა და წესებით დადგენილი პროცედურის დაცვით უნდა მიმართოს კომისიას, ხოლო, თუ პროცედურის დაცვა საწარმოსგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელია, მოითხოვოს კომპენსაციის გადავადება ან გაუქმება ამ წესების 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისა