1. საწარმომ უნდა აღრიცხოს გეგმური წყვეტის დასაწყისი, რომელიც შეესაბამება ამომრთველის ან/და გამთიშველის კონტაქტების, ჩამკეტ-მარეგულირებელი არმატურის, ან სხვა ანალოგიური მოწყობილობის გამორთვის დროს.

2. საწარმომ უნდა აღრიცხოს არაგეგმური წყვეტის დასაწყისი, რომელიც შეესაბამება საწარმოს პერსონალის ან მომხმარებლის მიერ წყვეტის შესახებ პირველი შეტყობინების თარიღს, საათს და წუთს.

3. საწარმომ უნდა აღრიცხოს წყვეტის დასრულების დრო, რომელიც შეესაბამება ამომრთველის ან/და გამთიშველის კონტაქტების, ჩამკეტ-მარეგულირებელი არმატურის, ან სხვა ანალოგიური მოწყობილობის ჩართვის დროს (ბუნებრივი გაზის სექტორში – მომხმარებლის ობიექტთან არსებულ უახლოეს რეგულატორამდე ბუნებრივი გაზის მიწოდების დროს