1. ამ წესების მიზნებისათვის განიხილება შემდეგი სახის წყვეტები:

ა) ელექტროენერგეტიკის სექტორში:

ა.ა) ხანგრძლივი გეგმური და არაგეგმური წყვეტები;

ა.ბ) ხანმოკლე არაგეგმური წყვეტები;

ბ) ბუნებრივი გაზის და წყალმომარაგების სექტორში – გეგმური და არაგეგმური წყვეტები.

2. საწარმომ წყვეტების ელექტრონულ ჟურნალში გეგმური და არაგეგმური წყვეტის მიზეზი უნდა მიუთითოს შემდეგი კლასიფიკაციის მიხედვით:

ა) შიდა;

ბ) გარე (გარდა ფორსმაჟორისა);

გ) ფორსმაჟორ