1. ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე და კომპეტენტური ორგანოების კონტროლით, ნებართვა გასცენ თავიანთ ტერიტორიებზე უკანონო ან საეჭვო ტვირთის გადაადგილებაზე, ტერიტორიაზე შეტანაზე ან ტერიტორიიდან გატანაზე ან ტრანზიტად გადაადგილებაზე, თუ ეს ემსახურება საბაჟო დარღვევების გამოძიებასა და მის წინააღმდეგ ბრძოლას.
2. თუ ასეთი ნებართვის გაცემა არ შედის საბაჟო სამსახურის კომპეტენციაში, მაშინ ეს სამსახური თანამშრომლობის მიზნით მიმართავს შესაბამისი კომპეტენციის მქონე ეროვნულ ორგანოებს ან საქმეს გადასცემს ასეთ ორგანო