2. წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარდგენილი მოთხოვნები უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას;
a) მოთხოვნის წარმდგენი საბაჟო სამსახურის სახელწოდება;
b) საბაჟო საკითხის არსი, მოთხოვნილი დახმარების ფორმა და მოთხოვნის საფუძველი;
c) განსახილველი საქმისა და მისი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული კომპონენტების მოკლე მიმოხილვა;
d) იმ პირთა სახელები და მისამართები, რომლებსაც შეეხებათ მოთხოვნა თუ ცნობილია მათი ვინაობა.
3. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნის წარმდგენი საბაჟო სამსახური მოითხოვს გარკვეული პროცედურის ან მეთოდის გამოყენებას, მოთხოვნის მიმღები საბაჟო სამსახური შეასრულებს ასეთ მოთხოვნას თავისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. წინამდებარე შეთანხმებაში მითითებული ინფორმაცია გადაეცემა ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოების მიერ სპეციალურად ამ მიზნით დანიშნულ მოხელეებს. ამ მოხელეების სია გადაეცემა მეორე ხელშემკვრელი მხარის საბაჟო სამსახურს ან შეთანხმების 22-ე მუხლის შესაბამისად.
მოთხოვნათა შესრულე