1. როდესაც ერთი ხელშემკვრელი მხარის მოხელეები, ამ შეთანხმების დებულებების თანახმად იმყოფებიან მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, მათ მთელი ვიზიტის განმავლობაში უნდა შეეძლოთ პირადობისა და ოფიციალური სტატუსის დამადასტურებელი საბუთების წარდგენა.

2. მოთხოვნის წარმდგენი კომპეტენტური ორგანოს მიერ დანიშნულ მოხელეებს, რომლებიც მე-12 და მე-15 მუხლების თანახმად იმყოფებიან მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, ექნებათ მხოლოდ საკონსულტაციო ფუნქცია, თუ ხელშემკვრელი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმებიდან ამ შეთანხმების 22-ე მუხლის შესაბამისად.

3. მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ყოფნის დროს ისინი ისარგებლებენ ისეთივე დაცვით, როგორიც გააჩნიათ მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოების მოხელეებს ამ ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და პასუხს აგებენ მათ მიერ ჩადენილ ნებისმიერ დანაშაულზე.

თავი VIII

ინფორმაციის გამოყენება, კონფიდენციალურობა და დაც