1. როდესაც ერთი ხელშემკვრელი მხარის თანამდებობის პირები, ამ შეთანხმების დებულებების თანახმად იმყოფებიან მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე, მათ მთელი ვიზიტის განმავლობაში უნდა შეეძლოთ პირადობისა და ოფიციალური სტატუსის დამადასტურებელი საბუთების წარდგენა. ამ პირებს გააჩნიათ მხოლოდ სათათბირო ფუნქცია, თუ ხელშემკვრელი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.

2. თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე ყოფნის დროს ეს თანამდებობის პირები ისარგელებენ ისეთივე დაცვის უფლებით, როგორითაც სარგებლობენ მეორე ხელშემკვრელი მხარის საბაჟო სამსახურის თანამდებობის პირეი და პასუხს აგებენ მათ მიერ ჩადენილ ნებისმიერ სამართალდარღვევაზე ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი VII

ინფორმაციის გამოყენება, მისი კონფიდენციალურობა და დაც