1. ამ შეთანხმების საფუძველზე პირადი მონაცემების გაცვლა არ დაიწყება, ვიდრე ხელშემკვრელი მხარეები, ამ შეთანხმების მე-19 მუხლის შესაბამისად, არ შეთანხმდებიან, რომ ამ მონაცემებს ექნებათ დაცვის სულ მცირე ის დონე, რომელიც დააკმაყოფილებს ინფორმაციის მიმწოდებელი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

2. ამ მუხლის შესაბამისად, ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს მიაწვდიან კანონმდებობას პირადი მონაცემეის დაცვის შესახებ.

3. პირადი მოანცემების დაცვის საბაზრო პრინციპები მოცემულია წინამდებარე შეთანხმების 1 დანართში, რომელიც წარმოადგენს შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

თავი VIII

გამონაკლისე