1. ხელშემკვრელ მხარეთა საბაჟო სამსახურები თხოვნის შესრულებაში ერთმანეთს დახმარებას აღმოუჩენენ თავიანთი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
2. იმ შემთხვევაში, თუ თხოვნის მიმღებ საბაჟო სამსახურს არ გააჩნია მოთხოვნილი ინფორმაცია, მან უნდა გაიწყოს ამ ინფორმაციის მოძიება თავისი სახელმწიფოს მოქმედი კანონმებლობის შესაბამისად.
3. თუ დახმარება გაწეული უნდა იქნეს თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს სხვა ორგანოების მიერ, თხოვნის მიმღებმა საბაჟო სამსახურმა უნდა მიუთითოს ამ ორგანოების და შესაბამისი შეთანხმების ან ხელშეკრულების შესახე