თხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის საბაჟო სამსახურის მიერ სპეციალურად დანიშნულ თანამდებობის პირებს, წერილობითი თხოვნის საფუძველზე, თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის საბაჟო სამსახურის ნებართვით და მის მიერ დადგენილი პირობების გათვალისწინებით, საბაჟო სამართალდარღვვაზე ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით შეუძლიათ:

ა) თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის საბაჟო სამსახურის ოფისებში გაეცნონ დოკუმენტებს, ასევე საბაჟო სამართალდარღვევასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა ინფორმაციას;

ბ) დაესწრონ თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე თხოვნის მიმღები საბაჟო სამსახურის მიერ იმ ოპერატიულ-სამძბრო და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების პროცესს, რომელიც შედის თხოვნის წარმდგენი საბაჟო სამსახურის ინტერესებშ