მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე
თხოვნის წარმდგენი საბაჟო სამსახურის მიერ სპეციალურად დანიშნულ მოხელეებს, წერილობითი თხოვნის საფუძველზე, თხოვნის მიმღები საბაჟო სამსახურის ნებართვით და მის მიერ დადგენილი პირობების გათვალისწინებით, საბაჟო წესების დარღვევაზე ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით შეუძლიათ:
a) თხოვნის მიმღები საბაჟო სამსახურის ოფისებში გაეცნონ დოკუმენტებსა და საბაჟო წესების დარღვევასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა ინფორმაციას და გადაიღონ მათი ასლები;
b) დაესწრონ თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე თხოვნის მიმღები საბაჟო სამსახურის მიერ იმ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების პროცესს, რომლებიც შედიან თხოვნის წარმდგენი საბაჟო სამსახურის ინტერესებშ