1. თხოვნის შემთხვევაში, თხოვნის მიმღები საბაჟო სამსახური განახორციელებს ზედამხედველობას და თხოვნის წარმდგენ საბაჟო სამსახურს მიაწვდის ინფორმაციას, რომელიც შეეხება:
a) სატრანსპორტო საშუალებებში არსებულ ან დასაწყობებულ ტვირთს, რომელიც გამოყენებული იქნა, ან არსებობს ეჭვი, რომ გამოყენებული იქნა საბაჟო წესების დარღვევის დროს თხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე;
b) სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც გამოყენებული იქნა, ან არსებობს ეჭვი, რომ გამოყენებული იქნა საბაჟო წესების დარღვევის დროს თხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე;
c) შენობებს, რომლებიც გამოყენებული იქნა ან არსებობს ეჭვი რომ გამოყენებული იქნა საბაჟო წესების დარღვევის დროს თხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე;
d) პირებს, რომლებმაც დაარღვიეს საბაჟო კანონმდებლობა ან ეჭვმიტანილნი არიან საბაჟო წესების დარღვევაში თხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით იმ პირებს, რომლებიც შედიან და გადიან თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიიდან.
2. საბაჟო სამსახურებს შეუძლიათ ასეთი ზედამხედველობა საკუთარი ინიციატივით განახორციელონ, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ დაგეგმილი, მიმდინარე ან დასრულებული ოპერაციები შეიცავენ საბაჟო წესების დარღვევას მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზ