1. თხოვნის შემთხვევაში, თხოვნის მიმღები საბაჟო სამსახური გამოიყენებს ყველა საჭირო ზომას, რათა იმ პირს, რომელიც ცხოვრობს ან დაფუძნებულია თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, აცნობოს ამ პირთან დაკავშირებით თხოვნის წარმდგენი საბაჟო სამსახურის მიერ საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული ნებისმიერი ოფიციალური გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც გათვალისწინებულია ამ შეთანხმებით.
2. შეტყობინების გაგზავნა უნდა მოხდეს თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედი მსგავსი გადაწყვეტილებების მიღების პროცედურების შესაბამისა