1. ამ შეთანხმების ფარგლებში თხოვნა, დახმარების აღმოჩენის თაობაზე, გადაეცემა უშუალოდ მეორე ხელშემკვრელი მხარის საბაჟო სამსახურს. თხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით ინგლისურ ენაზე და თან უნდა ახლდეს მის შესასრულებლად საჭიროდ მიჩნეული ნებისმიერი ინფორმაცია. თხოვნის მიმღებ საბაჟო სამსახურს შეუძლია მოითხოვოს ელექტრონული საშუალებებით გაგზავნილი თხოვნის წერილობითი დადასტურება. გარკვეულ გარემოებებში, თხოვნა შესაძლებელია გაკეთდეს ზეპირი ფორმით. ასეთი თხოვნა უმოკლეს ვადაში უნდა დადასტურდეს წერილობითი ფორმით, ან თუ მისაღებია ორივე საბაჟო სამსახურისათვის, ელექტრონული საშუალებებით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შედგენილი თხოვნა უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
a) თხოვნის წარმდგენი საბაჟო სამსახურის სახელწოდება;
b) თხოვნის შინაარსი, დახმარების ფორმა და თხოვნის მიზეზი;
c) განსახილველი საქმისა და მისი სამართლებრივი კომპონენტების მოკლე მიმოხილვა;
d) იმ პირთა სახელები და მისამართები, რომლებსაც შეეხებათ თხოვნა, თუ ცნობილია მათი ვინაობა.
4. იმ შემთხვევაში, თუ თხოვნის წარმდგენი საბაჟო სამსახური ითხოვს გარკვეული პროცედურის ან მეთოდის გამოყენებას, თხოვნის მიმღები საბაჟო სამსახური შეასრულებს ასეთ თხოვნას თავისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
5. ინფორმაციის ორიგინალი შეიძლება მოთხოვნილ იქნეს იმ შემთხვევებში, როდესაც ასლები არ არის საკმარისი და დაბრუნებული იქნება შესაძლებლობისთანავე. თხოვნის მიმღები საბაჟო სამსახურის ან მესამე მხარის უფლებები დარჩება ხელშეუხებელ