1.                ამ ოქმის თანახმად გაკეთებული თხოვნა გაკეთდება წერილობით. მას დაერთვის თხოვნის შესასრულებლად აუცილებელი დოკუმენტები. გადაუდებელი სიტუაციის შემთხვევაში, შესაძლებელია ზეპირი თხოვნის გაკეთება, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა დამოწმდეს წერილობით.

2.         პირველი პუნქტის შესაბამისად გაკეთებული მოთხოვნა უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

(a)        მოთხოვნის გამგზავნი უწყება;

(b)       მოთხოვნილი ღონისძიება;

(c)        მოთხოვნის ობიექტი და მიზეზი;

(d)       სამართლებრივი და ნორმატიული დებულებები და სხვა დაკავშირებული საკანონმდებლო ელემენტები;

(e)        მაქსიმალურად ზუსტი და ყოვლისმომცველი მონაცემები იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა შესახებ, რომლებიც არიან შესწავლის ობიექტები, და

(f)        შესაბამისი ფაქტებისა და განხორციელებული მოკვლევის რეზიუმე.

3.         თხოვნის წარმოდგენა ხდება თხოვნის მიმღები უწყების ოფიციალურ ენაზე ან იმ ენაზე რომელიც მისაღებია ასეთი უწყებისათვის. ეს მოთხოვნა არ გავრცელდება ნებისმიერ დოკუმენტზე რომელიც თან დაერთვის თხოვნას 1-ლი პუნქტის შესაბამისად.

4.         თუ თხოვნა არ აკმაყოფილებს, ამ მუხლით განსაზღვრულ ოფიციალურ მოთხოვნებს, შესაძლებელია მოთხოვნილი იქნას მისი შესწორება ან სრულყოფა, მიმდინარე პერიოდში შესაძლებელია მიღებული იქნას პრევენციული ზომებ