1.   ამ შეთანხმების შესაბამისად, თხოვნა უნდა წარედგინოს წერილობითი ფორმით. ამგვარი თხოვნის შესრულებისათვის საჭირო დოკუმენტაცია თანდართული უნდა იყოს თხოვნასთან. სასწრაფო თხოვნის შემთხვევაში მისაღებია სიტყვიერი თხოვნაც, მაგრამ ის მალევე უნდა დადასტურდეს წერილობითაც.

2.   ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად თხოვნა უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

a)      თხოვნის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანოს შესახებ;

b)      სასამართლო წარმოების სახეობების შესახებ;

c)      თხოვნის საგნისა და მიზეზის შესახებ;

d)     თუ ცნობილია, თხოვნაში მოცემული მხარეების სახელები და მისამართის შესახებ;

e)      განსახილველი საკითხისა და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი ელემენტების მოკლე აღწერილობის შესახებ;

f)       მოთხოვნილ დახმარებასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს შორის კავშირის შესახებ.

3.   ნებისმიერი თხოვნა წარდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე.

4.   ამ შეთანხმების შესაბამისად, დახმარება უნდა განხორციელდეს უფლებამოსილ ორგანოებს შორის პირდაპირი ურთიერთკავშირით.

5.   იმ შემთხვევაში თუ თხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანო არ არის შესაბამისი უწყება თხოვნის შესრულებაზე, მან დროულად უნდა გადასცეს თხოვნა შესაბამის უწყებას, რომელიც იმოქმედებს თავისი კანონიერი ძალაუფლების შესაბამისად ან ურჩევს თხოვნის წარმდგენ უფლებამოსილ ორგანოს  აღნიშნული თხოვნის შესასრულებლად გასატარებელ შესაბამის პროცედურებს.

6.   თუ თხოვნა არ შეესაბამება ოფიციალურ მოთხოვნებს, შესაძლებელია მისი შესწორების ან დასრულების მოთხოვნა; ამასთან, შესაძლებელია უსაფრთხოების ზომების გატარებ