სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ თხოვნა (დავალება) შედგენილ უნდა იყოს წერილობით და დავალების შინაარსის გათვალისწინებით შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:
ა) შემკითხველი დაწესებულების დასახელება;
ბ) შემსრულებელი დაწესებულების დასახელება;
გ) საქმის დასახელება, რომელზედაც გაგზავნილია თხოვნა სამართლებრივი დახმარების შესახებ და თხოვნა (დავალების) შინაარსი;
ე) ამ მუხლის დ) პუნქტში აღნიშნული პირების წარმომადგენელთა სახელები, გვარები და მისამართები;
ვ) გადასაცემი დოკუმენტის დასახელება;
ზ) გამოსარკვევ გარემოებათა შინაარსი, აგრეთვე საჭირო დოკუმენტებისა და სხვა მტკიცებულებათა ჩამონათალი; აგრეთვე სისხლის სამართლის საქმეებზე, ჩადენილი დანაშაულის ფაქტიურ გარემოებათა აღწერა, მათი იურიდიული კვალიფიკაცია, შეძლებისდაგვარად, პირის გარეგნობის აღწერა, მისი ფოტოსურათი, თითების ანაბეჭდებ