1. ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მოქალაქეები ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე სარგებლობენ თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორც ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის მოქალაქეები. მათ უფლება აქვს მიმართონ სასამართლოს, იუსტიციის ორგანოებს, პროკურატურას და სხვა დაწესებულებებს, რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეები და შეუძლიათ აღძრან შუამდგომლობები და განახორციელონ სხვა პროცესუალური მოქმედებები იმავე პირობებით, როგორც მეორე ქვეყნის მოქალაქეებმა.

2. 1-ლი პუნქტის დებულებები გამოიყენება, აგრეთვე იურიდიული პირების და მათთან გათანაბრებულ წარმონაქმნების მიმართ, რომლებიც დაფუძნებულია ხელშეკრულების მონაწილე ორივე მხარის ტერიტორიაზე მათი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.

3. ტერმინი „სამოქალაქო საქმეები“, რომელიც გამოიყენება მოცემულ ხელშეკრულებაში, მოიცავს საოჯახო, შრომით, სამემკვიდრეო, სამეურნეო საქმეებ