1. თუ ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად დავალების შესრულება არ შედის ამ მხარის სასამართლოების და სხვა კომპეტენტური დაწესებულების კომპეტენციაში, იგი უკან დააბრუნებს დავალებას უარის მოტივის მინიშნებით.
2. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი დაწესებულება უფლებამოსილება არ არის შეასრულოს დავალება, იგი ვალდებულია გაიგზავნოს აღნიშნული დავალება შესასრულებლად ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის კომპეტენტურ დაწესებულებას, აგრეთვე აცნობოს ამის შესახებ ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის დაწესებულებას.
3. თუ ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის დაწესებულებას არ შეუძლია დავალების შესრულება დავალებაში მითითებული მისამართის უზუსტობის გამო, იგი ვალდებულია მიიღოს შესაბამისი ზომები მისამართის დასაზუსტებლად ან მოითხოვოს ხელშეკრულების მინაწილე მხარის შემკითხველი დაწესებულებისაგან დამატებითი ცნობების წარმოდგენა.
4. თუ მისამართის დაზუსტება ან დავალების შესრულება შეუძლებელია სხვა მიზეზების გამო, ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი დაწესებულება ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის დაწესებულებას და აუხსნას მიზეზები, რომლებიც ხელს უშლიან დავალების შესრულებას, აგრეთვე დააბრუნოს ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის დაწესებულების მიერ გაგზავნილი ყველა დოკუმენტ