1. ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის სასამართლოში ან სხვა კომპეტენტურ დაწესებულებებში გამოძახების საფუძველზე გამოცხადებული მოწმე, დაზარალებული ან ექსპერტი, მიუხედავად მისი მოქალაქეობისა არ შეიძლება შემკითხველი მხარის ტერიტორიაზე მიეცეს ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისგებაში, ან აღეკვეთოს თავისუფლება ნებისმიერი ფორმით იმ სამართალდარღვევისათვის, რომელიც მან ჩაიდინა ამ სახელმწიფოს საზღვრის გადალახვამდე.
2. ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის დაწესებულებაში სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ თხოვნის საფუძველზე მოწმის, დაზარალებული ან ექსპერტის სახით გამოცხადებულ პირს უფლება აქვს უარი თქვას ჩვენების მიცემაზე ან სხვა ფუნქციების შესრულებაზე, თუ უარის თქმის უფლება ან ვალდებულება გათვალისწინებულია ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი ან შემკითხველი მხარის კანონმდებლობით. ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის დაწესებულებებმა, აუცილებლობის შემთხვევაში, თხოვნას თან უნდა დაურთონ ცნობა კანონმდებლობის შესახებ, რომელიც ეხება ზემოხსენებულ უფლებებსა და ვალდებულებებს.
3. მოწმე, დაზარალებული ან ექსპერტი აღარ სარგებლობს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გარანტიებით, თუ იგი შეტყობინებიდან, რომ მისი დასწრება აუცილებლობას არ წარმოადგენს, 15 დღის განმავლობაში არ დატოვებს ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის ტერიტორიას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო მას არ შეეძლო ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის ტერიტორიის დროულად დატოვება.
4. ამ მუხლის 1-ლ პუნქტში აღნიშნული გამოძახების გადაცემა ხდება ამ ხელშეკრულების მე-4 მუხლით გათვალისწინებული წესით. გამოძახება არ უნდა შეიცავდეს იძულებითი ღონისძიებების გამოყენების მუქარა