1. საკონსულო თანამდებობის პირები მოვალენი არ არიან მისცენ მოწმის ჩვენება.
2. საკონსულოს მოსამსახურენი და მომსახურე პერსონალის მუშაკები ადგილსამყოფელ სახელმწიფოში სასამართლო ან ადმინისტრაციული საქმის წარმოებისას შეიძლება გამოძახებულ იქნენ მოწმის ჩვენების მისაცემად. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ შემთხვევათა გარდა მათ არ შეუძლიათ უარი თქვან მოწმის ჩვენების მიცემაზე.
3. საკონსულოს მოსამსახურენი და მომსახურე პერსონალის მუშაკები ვალდებულნი არ არიან მისცენ მოწმის ჩვენება იმ საკითხებზე, რომელიც დაკავშირებულია მათ მიერ თავიანთი ფუნქციების შესრულებასთან ან წარადგინონ თავიანთ ფუნქციებთან დაკავშირებული ოფიციალური კორესპონდენცია ან დოკუმენტები. მათ მოწმის ჩვენების მიცემის უფლება აქვთ როგორც წარმდგენი სახელმწიფოს კანონმდებლობის ექსპერტებს, თუ ამაზე არის საკონსულო დაწესებულების მეთაურის თანხმობა, თუმცა მათ უფლება აქვთ, უარი თქვან მისცენ მოწმის ჩვენება, როგორც ექსპერტებმა.
4. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურმა ხელისუფლებამ, რომელსაც ესაჭიროება საკონსულოს რომელიმე მოსამსახურის ან მომსახურე პერსონალის მუშაკის ჩვენება, ხელი არ უნდა შეშალოს მათი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას. ამ ხელისუფალთ შეუძლიათ, როცა ეს შესაძლებელია, მოისმინონ ეს ჩვენებანი ამ პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, საკონსულო დაწესებულების შენობაში, ან მიიღონ მათგან წერილობითი ჩვენებ