1. ადგილსამყოფელი სახელმწიფო, თავისი კანონებისა და წესების შესაბამისად, ნებას რთავს საბაჟო გადასახადებისაგან გათავისუფლებით, გარდა ნივთების შენახვის, გადაზიდვისა და მსგავსი მომსახურებისათვის დაწესებული გადასახადისა, შეიტანონ ან გაიტანონ:

1.1. საკონსულო დაწესებულებისათვის ოფიციალურად გამოსაყენებლად განკუთვნილი ნივთები;

1.2. საკონსულო თანამდებობის პირის პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი ნივთები;

1.3. ნივთები, რომლებიც პირველად ჩამოსვლისას შემოაქვთ საკონსულოს მოსამსახურეებს და მომსახურე პერსონალის მუშაკებს, საყოფაცხოვრებო ხასიათის ნივთების ჩათვლით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის 1.2. და 1.3. ქვეპუნქტებში მითითებული ნივთების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ პირთა პირადი მოხმარებისათვის საჭირო ნივთების რაოდენობას.

3. საკონსულო თანამდებობის პირის პირადი ბარგი თავისუფლდება საბაჟო შემოწმებისაგან. ის შესაძლოა შემოწმებულ იქნეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს სერიოზული მიზეზი, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტის 1.2. ქვეპუნქტში ჩამოთვლილი ნივთების გარდა მასში არის სხვა ნივთებიც, ან ისეთი ნივთები, რომელთა შეტანა ან გატანა აკრძალულია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებითა და წესებით, ან საკარანტინო წესებით. ამ შემთხვევაში შემოწმება წარმოებს საკონსულო თანამდებობის პირის ან მისი რწმუნებული წარმომადგენლის თანდასწრები