1. საკონსულოს მოსამსახურეები და საკონსულო დაწესებულების მოსამსახურე პერსონალის მუშაკები, რომლებიც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეები არიან ან მუდმივად ცხოვრობენ ამ სახელმწიფოში, არ სარგებლობენ ამ კონვენცითი გათვალისწინებული პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით, 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის დებულებებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირთა ოჯახის წევრები არ სარგებლობენ ამ კონვენციით გათვალისწინებული პრივილეგიებითა და იმუნიტეტით.
3. ადგილსამყოფელი სახელმწიფო განახორციელებს იურისდიქციას ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებულ პირთა მიმართ იმგვარად, რომ ხელი არ შეუშალოს საკონსულო დაწესებულების საქმიანობა