1. მოცემული კონვენციის მე
-8, მე
-13, მე
-14, მე
-15, მე
-16, მე
-18, 31
-ე, 37
-ე, 47
-ე, 48
-ე, 49
-ე, 50
-ე, 51
-ე, 52
-ე და 57
-ე მუხლები ვრცელდება საკონსულო დაწესებულებებზე, რომელსაც ხელმძღვანელობენ საპატიო საკონსულო თანამდებობის პირები. გარდა ამისა, ამგვარი საკონსულო დაწესებულებების უპირატესობები, პრივილეგიები და იმუნიტეტები რეგულირდება ამ კონვენციის 63
-ე, 64
-ე, 65
-ე და 66
-ე მუხლებით.
2. მე
-20, 21
-ე, 22
-ე (მე
-3 პუნქტი), 23
-ე, 30
-ე და 31
-ე მუხლები ვრცელდება საპატიო საკონსულო თანამდებობის პირებზე. გარდა ამისა, ამგვარი საკონსულო თანამდებობის პირების უპირატესობები, პრივილეგიები და იმუნიტეტები რეგულირდება 67
-ე, 68
-ე, 69
-ე, 70
-ე და 71
-ე მუხლებით.
3. ამ კონვენციით გათვალისწინებული პრივილეგიები და იმუნიტეტები არ ეძლევათ საპატიო საკონსულო თანამდებობის პირის ოჯახის წევრებს და საკონსულოს მოსამსახურეებს, რომლებიც მუშაობენ იმ საკონსულო დაწესებულებაში, რომელსაც ხელმძღვანელობს საპატიო საკონსულო თანამდებობის პირი.
4. საკონსულო ვალიზების გაცვლა იმ ორ საკონსულო დაწესებულებას შორის, რომელთაც ხელმძღვანელობენ საპატიო საკონსულო თანამდებობის პირები და იმყოფებიან სხვადასხვა სახელმწიფოში, ნებადართული არ იქნება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობის გარეშ