1. საკონსულო დაწესებულებებზე, რომლებსაც ხელმძღვანელობენ საპატიო საკონსულო თანამდებობის პირები, ვრცელდება 28-ე, 29-ე, 30-ე, 34-ე, 35-ე, 36-ე, 37-ე, 38-ე და 39-ე მუხლები, 54-ე მუხლის მე-3 პუნქტი და 55-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები. გარდა ამისა, ასეთი საკონსულო დაწესებულებების ხელსაყრელი პირობები, პრივილეგიები და იმუნიტეტები რეგულირდება 59-ე, მე-60, 61-ე და 62-ე მუხლებით.

2. საპატიო საკონსულო თანამდებობის პირებზე ვრცელდება 42-ე და 43-ე მუხლები, 44-ე მუხლის მე-3 პუნქტი, 45-ე და 53-ე მუხლები და 55-ე მუხლის პირველი პუნქტი. გარდა ამისა, ასეთი საკონსულო თანამდებობის პირების ხელსაყრელი პირობები, პრივილეგიები და იმუნიტეტები რეგულირდება 63-ე, 64-ე, 65-ე, 66-ე და 67-ე მუხლებით.

3. წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პრივილეგიები და იმუნიტეტები არ ენიჭებათ საპატიო საკონსულო თანამდებობის პირის ოჯახის წევრებს ან საკონსულო მოსამსახურეებს, რომლებიც დასაქმებულები არიან იმ საკონსულო დაწესებულებაში, რომელსაც ხელმძღვანელობს საპატიო საკონსულო თანამდებობის პირი.

4. საკონსულო ვალიზების გაცვლა იმ ორ საკონსულო დაწესებულებას შორის, რომელთაც ხელმძღვანელობენ საპატიო საკონსულო თანამდებობის პირები და რომლებიც მდებარეობს სხვადასხვა სახელმწიფოში, ნებადართული არ არის ამ ორი მიმღები სახელმწიფოს თანხმობის გარეშ