თუ საპატიო საკონსულო თანამდებობის პირის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი წარმოება, ის უნდა გამოცხადდეს ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოებში. მიუხედავად ამისა, სამართალწარმოება მის მიმართ უნდა წარიმართოს მისი ოფიციალური თანამდებობიდან გამომდინარე პატივისცემით და იმგვარი ფორმით, რომელიც შეძლებისდაგვარად ნაკლებად შეაფერხებს საკონსულო ფუნქციების შესრულებას, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ის დაპატიმრებული ან დაკავებულია. როდესაც აუცილებელი გახდა საპატიო საკონსულო თანამდებობის პირის დაკავება, სამართალწარმოება მის მიმართ უნდა დაიწყოს მინიმალური დაყოვნები