1. მოსამართლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაკავების, დაპატიმრების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოსათვის უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე დაუყოვნებლივ იწვევს პლენუმის სხდომას, გადასცემს მიმართვას და თანდართულ მასალებს ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისიას და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს.

2. თუ მიმართვა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შეეხება, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებებს ახორციელებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე.

3. მოსამართლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაკავების, დაპატიმრების თაობაზე თანხმობის მიცემის საფუძვლების არსებობა/არარსებობის შესახებ დასკვნას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისია წარუდგენს მიმართვისა და თანდართული მასალების გადაცემიდან 24 საათის განმავლობაში.

4. კომისიის მიერ საკითხის შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ხდება ამ რეგლამენტის 43-ე და 44-ე მუხლების შესაბამისად.

5. მოსამართლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაკავების ან დაპატიმრების თაობაზე თანხმობასთან დაკავშირებით, პლენუმმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მიმართვის მიღებიდან 48 საათის განმავლობაში.

6. პლენუმის სხდომაზე განიხილება კომისიის დასკვნა. პლენუმი უფლებამოსილია, მოუსმინოს მიმართვის შემტანი ორგანოს უფლებამოსილ თანამდებობის პირს და მოსამართლეს, რომელსაც შეეხება მიმართვა, აგრეთვე მის ადვოკატს ან სხვა წარმომადგენელს. თუ საკითხის განხილვის დროს მოსამართლე დაკავებული ან დაპატიმრებულია, პლენუმი უფლებამოსილია, სამართალდამცავ ორგანოებს მოსთხოვოს მისი პლენუმის სხდომაზე მოყვანა.

7. პლენუმი მოსამართლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაკავების ან დაპატიმრების თაობაზე თანხმობის დადგენილების მიღების საკითხს წყვეტს ღია კენჭისყრით. მოსამართლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაკავების, დაპატიმრების თანხმობის შესახებ დადგენილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის არანაკლებ 6 წევრი. თუ ამ პუნქტში აღნიშნულმა დადგენილებამ ვერ მიიღო ხმების საკმარისი რაოდენობა, ფორმდება დადგენილება მოსამართლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაკავებასა ან/და დაპატიმრებაზე უარის თქმის შესახე