1. პლენუმის დადგენილება, რომლის საფუძველზეც ხდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა, ღიაა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გამართული თათბირის არსის ან საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიერ კენჭისყრისას დაკავებული პოზიციის შესახებ ინფორმაციას. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია, დადგენილება დაიხუროს სრულად ან ნაწილობრივ.

2. პლენუმის დადგენილება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზე უარის თქმის შესახებ დახურულია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი თავისი ინიციატივით ან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იმ წევრის მოთხოვნით, რომელსაც შეეხება დადგენილება, მიიღებს გადაწყვეტილებას დადგენილების ღიაობის შესახებ.

3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გაფორმების შესახებ ღია