1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიმართვიდან 10 დღის ვადაში ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისია შეისწავლის საკითხს და პლენუმს წარუდგენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დადგენილების პროექტს ან დასკვნას.
2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია ამზადებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დადგენილების პროექტს, ხოლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“–„ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – დასკვნას.
3. თუ ამ რეგლამენტის 42-ე მუხლის საფუძველზე ინიცირებულია კომისიის წევრის სამოსამართლო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე დაუყოვნებლივ, საკითხის განხილვის დამთავრებამდე, ბრძანებით შეაჩერებს მის წევრობას კომისიაში და შესაბამისი საკითხის განხილვის ვადით დანიშნავს კომისიის სხვა წევრს.
4. კომისიის წევრები უფლებამოსილი არიან, შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით მიიღონ ინფორმაცია ყველა სახელმწიფო ორგანოდან, ფიზიკური და იურიდიული პირისაგან, მოიწვიონ სპეციალისტები საექსპერტო და საკონსულტაციო სამუშაოთა შესასრულებლა