1. სასამართლო აქტის ხელმოწერის პროცედურა იმართება სათათბირო ოთახში.

2. სასამართლო აქტებს ხელს აწერს ჯერ სხდომის თავმჯდომარე, შემდეგ საქმის განხილვაში მონაწილე ყველა მოსამართლე ანბანური რიგითობის მიხედვით, კენჭისყრისას მათ მიერ დაკავებული პოზიციის მიუხედავად.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, დასკვნას, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 4
1
პუნქტით გათვალისწინებულ განჩინებას და იმავე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ საოქმო ჩანაწერს, რომლებიც მიღებულია საქმის ზეპირი მოსმენის შედეგად, სხდომის თავმჯდომარე აცხადებს სხდომათა დარბაზშ