1. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისთვის ცნობილი გახდა, ინფორმაცია, რომელიც აჩენს გონივრულ ეჭვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლის არსებობის შესახებ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გადასცემს საკითხს შესასწავლად ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისიას და იწვევს პლენუმის სხდომას. პლენუმის სხდომა მოიწვევა კომისიისათვის საკითხის შესასწავლად გადაცემიდან არაუადრეს 10 და არაუგვიანეს 30 დღისა.

2. თავმჯდომარემ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის ინიცირებისას უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც აჩენს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლის არსებობის გონივრულ ეჭვს და მიაწოდოს კომისიას შესაბამისი მასალები.

3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვის ინიცირებას ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით დადგენილი წესით ახდენს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე.

4. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის პროცედურა არ შეიძლება დაიწყოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის (ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თავმჯდომარის უხუცესი მოადგილის) მიერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლის არსებობის გონივრული ეჭვის დამადასტურებელი ინფორმაციის შეტყობის მომენტიდან 3 თვის გასვლის შემდე