1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ღია კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას კომისიის მიერ წარმოდგენილ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დადგენილების პროექტის შესახებ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ნებისმიერ წევრს უფლება აქვს, წარმოადგინოს პლენუმის დადგენილების ალტერნატიული პროექტი.

2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დადგენილება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

3. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“–„ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს კომისიის დასკვნას და სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით ადასტურებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლის არსებობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლის დადასტურების შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე აფორმებს განკარგულებით.

4. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ პლენუმის სხდომის მოწვევიდან 30 კალენდარული დღის ვადაში არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ, დადასტურებულად ჩაითვლება მოსამართლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლის არარსებობა. დაუშვებელია იმავე ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით მოსამართლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განმეორებით აღძვრ