პლენუმის უფლებამოსილებანი, რომლებიც არ უკავშირდება საქმის გადაწყვეტას
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი:
ა) საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს რეგლამენტს, საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის დებულებას, შეაქვს მათში ცვლილებები და დამატებები;
ბ) საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიების და ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისიის შემადგენლობას;
გ) მოისმენს საფინანსო-სამეურნეო სამსახურის ანგარიშს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესახებ;
დ) საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა მივლინების გეგმას;
ე) ამტკიცებს მოსამართლის მანტიის და სხვა სასამართლო ატრიბუტიკის ფორმას;
ვ) ახორციელებს კანონმდებლობით და ამ რეგლამენტით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებ