პლენუმის სხდომა, რომელიც არ უკავშირდება საქმის განხილვას

1. პლენუმი საკუთარ უფლებამოსილებას მინდობილ საკითხებს წყვეტს პლენუმის სხდომაზე, რომელსაც იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.

2. პლენუმის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სულ ცოტა 6 მოსამართლე.

3. პლენუმის სხდომა, როგორც წესი, დახურულია. პლენუმის სხდომას, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით, შეიძლება დაესწრონ საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის მოხელეები.

4. პლენუმის სხდომამდე, როგორც წესი, ორი დღით ადრე საორგანიზაციო დეპარტამენტი უზრუნველყოფს სხდომის მონაწილეების გაფრთხილებას და სხდომის მასალების დარიგებას.

5. პლენუმის სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.

6. მოსამართლე უფლებამოსილია, მოითხოვოს დღის წესრიგში დამატებითი საკითხის შეტანა. საკითხი დღის წესრიგში შეიტანება და განიხილება, თუ ამას მხარს დაუჭერს დამსწრე მოსამართლეთა ნახევარზე მეტი.

7. პლენუმის სხდომის შესახებ დგება პლენუმის სხდომის ოქმი. ოქმის შედგენას უზრუნველყოფს საორგანიზაციო დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომელი. ოქმში აღინიშნება:

ა) სხდომის გამართვის დრო და ადგილი;

ბ) სხდომის მონაწილეთა ვინაობა;

გ) სხდომის მდივანი;

დ) სხდომის დღის წესრიგი;

ე) სხდომის მონაწილეთა მოსაზრებები დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე;

ვ) სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები.

8. პლენუმის სხდომის ოქმს ხელს აწერს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი და საორგანიზაციო დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომელი.

9. პლენუმის სხდომიდან ორი დღის განმავლობაში საორგანიზაციო დეპარტამენტი უზრუნველყოფს სხდომის ოქმის ასლის გადაცემას ყველა მოსამართლისათვის და საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის იმ ქვედანაყოფებისათვის, რომლებმაც მიიღეს დავალებები. ოქმი ინახება არქივშ