1. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი უფლებამოსილია, განიხილოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება არანაკლებ 6 წევრი.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დახურულ სხდომაზე.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკითხები განიხილოს ღია სხდომაზე, თუ ამას მოითხოვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ის წევრი, რომლის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხიც განიხილება.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხების გადაწყვეტისათვის აუცილებელ გარემოებებს ადგენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის გადაწყვეტისათვის განსაზღვრული ზოგადი წესების შესაბამისად.
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მოუსმენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იმ წევრს, რომლის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხიც განიხილებ