2. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი უფლებამოსილია ამ კანონის მე-15 მუხლითა და მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ, აგრეთვე ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის საკითხებზე მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება სულ ცოტა 7 წევრი.

3. კონსტიტუციური სარჩელი დაკმაყოფილებულად, ხოლო კონსტიტუციური წარდგინების თაობაზე დასკვნა მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის შემადგენლობის უმრავლესობა, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. ამ კანონის მე-15 მუხლითა და მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე კონსტიტუციური სარჩელი დაკმაყოფილებულად, ხოლო კონსტიტუციური წარდგინების თაობაზე დასკვნა მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის არანაკლებ 6 წევრისა.

საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის
ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14

საქართველოს 2016 წლის
3

ივნისის ორგანული კანონი
№5161
- ვებგვერდი, 04.06.2016წ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება №3/5/768,769,790,792 - ვებგვერდი, 12.01.2017წ.

საქართველოს 2018 წლის 21
ივლისის ორგანული
კანონი №3265
–
ვებგვერდი, 10.08.2018