ა) საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი მხარის ან მისი წარმომადგენლის ახლო ნათესავია;
ბ) საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიუკერძოებლოებაში.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლება აქვს განერიდოს საქმის განხილვაში მონაწილეობას.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის აცილების ან თვითგანრიდების შესახებ განცხადება დაკმაყოფილებულად ითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის მონაწილეთა ნახევარზე მეტმ