1. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, დასკვნა, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 4
1
პუნქტით გათვალისწინებული განჩინება და იმავე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საოქმო ჩანაწერი, მიღების შემდეგ, დაუყოვნებლივ ქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და ეგზავნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა აქტი, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აქტებისა, მიღებიდან 15 დღის ვადაში ქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და ეგზავნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

3. სასამართლოს აქტი (რომელიც შეიცავს დახურულ სხდომაზე განხილულ ინფორმაციას) შეიძლება გამოქვეყნდეს იმ ფორმით, რომ უზრუნველყოფილი იქნეს დახურულ სხდომაზე განხილული ინფორმაციის კონფიდენციალურობა.

4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდის მისამართია: (www.)constcourt.ge
.

5. საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდის ტექნიკური შეფერხების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, სხვა მისამართზე განთავსებულ ელექტრონულ რესურსს დროებით, არსებული ტექნიკური შეფერხების აღმოფხვრამდე, მიანიჭოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდის სტატუს