1.
სასამართლოს აქტის მიღების საკითხს პლენუმი/კოლეგია წყვეტს ღია კენჭისყრით, სათათბირო ოთახში.

2.
აქტის მისაღებად სასამართლოს სხდომას ამ მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ვადების დაცვით იწვევს შესაბამისი კოლეგიის/პლენუმის თავმჯდომარე მომხსენებელ მოსამართლესთან (ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პროექტის ავტორთან/ავტორებთან) კონსულტაციით. სხდომის მოწვევა ხდება კოლეგიის/პლენუმის თავმჯდომარის მიერ კოლეგიის/პლენუმის წევრებისათვის სხდომის დროისა და განსახილველი საკითხის/საკითხების ტექნიკური საშუალებით (ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა და სხვ.) შეტყობინებით.

3.
მომხსენებელი მოსამართლე პლენუმს/კოლეგიას განმწესრიგებელი სხდომის დოკუმენტის პროექტს წარუდგენს სასამართლო სხდომამდე არაუგვიანეს 2 დღისა. ხოლო გადაწყვეტილების/დასკვნის პროექტს
–
არაუგვიანეს 7 დღისა.

4.
განხილვის მონაწილე მოსამართლე უფლებამოსილია, დააყენოს წინადადება სასამართლოს აქტის პროექტში ცვლილების ან დამატების შეტანის შესახებ. მომხსენებელი მოსამართლის (ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პროექტის ავტორის) მიერ ცვლილებების გაზიარების შემთხვევაში იგი აისახება სასამართლოს აქტის პროექტში.

5.
ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ, კენჭი ეყრება მომხსენებელი მოსამართლის მიერ წარდგენილ სასამართლო აქტის პროექტს (ცვლილებების და დამატებების გათვალისწინებით).

6.
ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სასამართლო აქტის პროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მასში ასახულ საქმის გადაწყვეტას მხარს დაუჭერს შესაბამისი აქტის მიღებისათვის საჭირო მოსამართლეთა რაოდენობა.

7.
თუ მომხსენებელი მოსამართლის მიერ წარმოდგენილ პროექტში ასახულ საქმის გადაწყვეტას მხარი არ დაუჭირა მისი მიღებისათვის საკმარისი რაოდენობის მოსამართლემ, პროექტი არ ჩაითვლება მიღებულად. ის მოსამართლეები, რომლებმაც პროექტის წინააღმდეგ მისცეს ხმა, ადგენენ სასამართლო აქტის ალტერნატიულ პროექტს. ალტერნატიული პროექტის ავტორს შეთანხმებით წყვეტენ ის მოსამართლეები, რომლებიც არ დაეთანხმნენ მომხსენებელი მოსამართლის მიერ წარმოდგენილ პროექტში ასახულ საქმის გადაწყვეტას. შეუთანხმებლობის შემთხვევაში პროექტის ავტორს ნიშნავს საქმის განმხილველი კოლეგიის/პლენუმის თავმჯდომარე.

8.
ალტერნატიული პროექტი გასაცნობად გადაეცემა საქმის განმხილველ ყველა მოსამართლეს. სასამართლოს წევრმა, პროექტის წარდგენიდან მის კენჭისყრამდე შეიძლება მოითხოვოს გონივრული დრო პროექტის გასაცნობად, განმწესრიგებელი სხდომის დოკუმენტის შემთხვევაში არაუმეტეს 2 და სასამართლოს გადაწყვეტილების/დასკვნის შეთხვევაში არაუმეტეს 7 დღისა.

9.
ალტერნატიული პროექტის მიღების საკითხის გადაწყვეტისას გამოიყენება ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით დადგენილი წესი.

10.
თუ განმწესრიგებელ სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლო დადგება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25 მუხლის 4
1
პუნქტის საფუძველზე სადავო ნორმის არსებითად განხილვის გარეშე ძალადაკარგულად ცნობის საკითხის გადაწყვეტის საჭიროების წინაშე, თავდაპირველად კენჭი ეყრება სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობის საკითხს. თუ სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობას მხარი არ დაუჭირა მოსამართლეთა საკმარისმა რაოდენობამ, შემდგომში კენჭი ეყრება სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხ