1. ტექნიკური შეცდომების გასწორების მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გამოქვეყნებულ აქტში განახორციელოს რედაქციული ცვლილებები.

2. პლენუმის აქტში არსებული ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, კოლეგიის აქტში არსებულ ტექნიკურ შეცდომებთან დაკავშირებით კი – შესაბამისი კოლეგია.

3. ტექნიკური შეცდომის შესწორების შესახებ კოლეგია/პლენუმი იღებს დასაბუთებულ განჩინებას. აღნიშნული განჩინება მიიღება შესასწორებელი აქტის მიღებისათვის საჭირო კვორუმითა და მოსამართლეთა რაოდენობის მხარდაჭერით.

4. ტექნიკური შეცდომის შესწორებამ არ უნდა გამოიწვიოს აქტის შინაარსის ცვლილებ