მუხლი 260. გადაწყვეტილებაში უსწორობათა და აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორება
თავი XXVII — სასამართლო გადაწყვეტილება
1. სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.
2. გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტან
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(508)
საქმე №ას-218-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.12.2025
…დარიცხული ხელფასის ოდენობა - 4375 ლარი უნდა გასწორდეს 4300 ლარით, ხოლო იძულებით განაცდურის ანაზღაურება მოპასუხეს დაეკისროს შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის თარიღიდან - 2023 წლის არა 5, არამედ 11 ოქტომბრიდან. 3. სსსკ 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა…
საქმე №ას-1369-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.12.2025
…გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1525 ლარის ანაზღაურება; 3. რ.ა–ვს ჯ.კ. ოღლი ა–ის სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1800 ლარის ანაზღაურება;“. 10. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლით და განმარტა, რომ დამატებითი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მოწინააღმდეგე მხარე - რ.ა–ვის ნაცვლად მითითებულია…
საქმე №ა-252-ა-7-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.12.2025
…გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი განმცხადებლის მიერ დაყენებულ საკითხებზე (ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენ საკითხზე), პასუხობდა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას. შესაბამისად, სახეზე არ იყო არც სსსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული უსწორობა და არც სსსკ-ის 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები. 22. 2025…
საქმე №ას-1030-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2025
…მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: 10. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა უნდა გასწორდეს შემდეგ გარემოებათა გამო: 11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს განჩინებაში…
საქმე №ას-585-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2025
…შინაარსიდან ირკვევა, რომ კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის გასაჩივრებული განჩინების საფუძვლებს, კერძოდ მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორება ეწინააღმდეგებოდა კანონს. 13. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო პალატამ სსსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, გაასწორა 2023 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან…
საქმე №ას-716-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2025
საქმე №ას-618-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.07.2025
საქმე №ას-776-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.07.2025
…სასამართლოს მიერ. მაშასადამე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის განჩინებაში No21870 ბრძანების მითითებისას დაშვებულია ტექნიკური ხასიათის უზუსტობა, რაც შეიძლება გასწორდეს, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლისა. ამრიგად, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, პალატის შეფასების საგანია საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 06 ივლისის…