1. მხარეს უფლება აქვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შინაარსის დაზუსტების მიზნით მოსთხოვოს არბიტრაჟს გადაწყვეტილების რომელიმე ნაწილის განმარტება. არბიტრაჟი განმარტების მოთხოვნის მიღების დღიდან 30 დღის ვადაში იძლევა განმარტებას, ან გამოაქვს დადგენილება განმარტებაზე უარის შესახებ. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების განმარტება წარმოადგენს ამ გადაწყვეტილების შემადგენელ ნაწილს.

39.2. მხარეს უფლება აქვს გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში მოსთხოვოს არბიტრაჟს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში დაშვებული აშკარა არითმეტიკული შეცდომის, აგრეთვე ხელნაწერი ან ბეჭდვის დროს დაშვებული შეცდომის გასწორება. თუ არბიტრაჟი შესწორებას მიზანშეწონილად ჩათვლის, მხარეებს ჩაჰბარდება გადაწყვეტილების შესწორებული ვარიანტი. შესწორებაზე უარის თქმა არბიტრაჟმა სათანადოდ უნდა დაასაბუთო